Friday, April 8, 2011

გავრცელებული ფობიები












ყველაფრის შიში- პანოფობია
ყველაფრის ახლის შიში-ნეოფობია
ჰაერის- ანემოფობია
ღრუბლების- ნეფოფობია
სიცივის,ყინულის და ყინვის- კრიოფობია
ღამის- ნიკტოფობია
სიბნელის- სკოტოფობია
დღის-ეოზოფობია
მზის სინათლის- ფენგოფობია
სინათლის- ფოტოფობია
ჭექა-ქუხილის- ბრონტოფობია
ელექტრო დენის-ელექტროფობია
ხმაურის- ლიგიროფობია
მეტეორების- მეტეოროფობია
კომეტების- კომეტოფობია
მთვარის- სელენოფობია
ვარსკვლავების- ასტროფობია
მზის- გელიოფობია
გვალვის- ქსეროფობია
სოკოების- მიკოფობია
სიტუაციების შიში:
როდესაც ვიღაცა დაკვირვებით გათვალიერებს- სკოფტოფობია
შეხების- აფენფოსმოფობია
უბედური შემთხვევის- დისტიქიფობია
რადიაციის- რადიოფობია
ფიქიკური ან მორალური სასჯელის- რაბდოფობია
კრიტიკის- ენისსოფობია
დახრჩობის- ანგინოფობია
სადილის და სადილის დროს ლაპარაკის- დეიპნოფობია
ცოლის მოყვანის- გამოფობია
მარტოობის შიში- იზოლოფობია
კარგი ამბის გაგების- ევპოფობია
საგნების შიში:
ალკოჰოლის- მეტილოფობია
მტვრის შიში- ამატოფობია
ფეკალიების- კოპროფობია
საჭმლის- ციბოფობია
ნივრის- ალლიუმოფობია
ხორცის- კარნოფობია
ოქროს- აუროფობია
მდგომარეობების შიში:
ტკივილის- ალგინოფობია
გულის რევის- დინოფობია
გულის წასვლის ან სისუსტის- ასტენოფობია
დაღლის- კოპოფობია
დაბერების შიში- გერონტოფობია
სიზმრების- ონეიროფობია
დამარცხების- კაკორრაფიოფობია
დამოკიდებულობის- სოტერიოფობია
თავისუფლების- ელევტეროფობია
მხიარულობის- ჰეროფობია
ეჭვიანობის- ზელოფობია
სიყვარულის- ეროტოფობია
მოგონებების- მნემოფობია
სიხარულის- გედონოფობია
დაავადებების შიში:
სკლეროზის- ამნეზიოფობია
სიბრმავის- სკოტომაფობია
ტვინის დაავადებების- მენინგიტოფობია
კიბოს- კანცეროფობია
ინფარკტის- კარდეოფობია
ქოლერის- ქოროფობია
დიაბეტის- დიაბეტოფობია
ტილების- ფტირიოფობია
მოწამვლის- ტოქსიკოფობია
ფოებიების- ფობიოფობია
შოკის- გორმეფობია
სიფილისის- ლუიფობია
ტუბერკულოზი- ფტიზიოფობია
ცხოველთა სამყაროს:
ცხოველების- ზოოფობია
ველური ცხოველების- აგრიზოოფობია
ჭიანჭველების- მირმეკოფობია
ფრინველების- არნიტოფობია
კამეჩების- ტაუროფობია
კატების-აკლიუროფობია
ქათმების- ალექტოროფობია
ძაღლების- კინოფობია
თაგვების- მუზოფობია
ვირთხების- ზემიფობია
ზვიგენების- სელახოროფობია
ბაქტერიების და მიკრობების- ვერმინოფობია
პარაზიტების- პარაზიტოფობია
გველების- ოფიდიოფობია
იობობების- არაქნეფობია
სხვა საგნების შიში:
ასიმეტრიული საგნების- ასემეტროფობია
პატარა საგნების- მიკროფობია
დიდი საგნების- მეგალოფობია
ავტომობილების- მოტოროფობია
ველოსიპედების- ციკლოფობია
წიგნების- ბიბლიოფობია
საათების- ხრონომეტროფობია
კომპიუტერების- კიბერფობია
ჯვრების- სტაუროფობია
თოჯინების- პედიოფობია
ახალი წამლებოს- ნეოფარმოფობია
ფლეიტის- აულოფობია
ცეცხლსასროლი იარაღის- გოპლოფობია
ქაღალდის- პაპიროფობია
ბრიტვის- ქსიროფობია
ტელეფონების- ტელეფონოფობია
ადამიანების შიში:
საერთოდ ადამიანების- ანტროპოფობია
საზოგადოების- სოციოფობია
მელოტების- პელადოფობია
ქვერიანების- პოგონოფობია
ლამაზი ქალების- კალიგინეფობია
მახინჯების- ტერატოფობია
ღარიბების- გობოფობია
ქურდების- სცელეროფობია
ბავშვების- პედოფობია
ქალიშვილების- პარტენოფობია
ჩინელების- სენოფობია
კლოუნების- კოულროფობია
დანტისტების- დენტოფობია
უცხოელების- ქსენოფობია
ინგლისელების- ანგლოფობია
ფრანგების- ფრანკოფობია
ჰომოსექსუალების- გომოფობია
მამაკაცების- ანდროფობია
იაპონელების- იაპონოფობია
მღვდელების- იეროფობია
მეძავეების- კიპრიდოფობია
მოზარდების- ეფებიფობია
მოქმედებების შიში:
ცურვის- აბლუტოფობია
მანქანის ტარების- ამაკსოფობია
გადასვლის(სადმე სხვაგან,ან სხვა ქალაქში,ქვეყანაში)- ტროპოფობია
ჩაცმის- ვესტიფობია
საჭმლის მზადების- მაგეიროკოფობია
ცეკვის- ქოროფობია
გადაწყვეტილების მიღების- დეციდოფობია
განკურნების- ფარმაკოფობია
სმის- დიპსოფობია
ჭამის- ფაგოფობია
ფრენის- ავიაფობია
წრის- გრაფოფობია
კოცნის- ფილემაფობია
სწავლის- სოფოფობია
მოძრაობის- კინეტოფობია
საკუთარი აზრის გამოხატვის- დოკსოფობია
მოგზაურობის- გოდოფობია
სკოლაში სიარულის- დიდასკალეინოფობია
ლაპარაკის- ლალიოფობია
ძილის- სომნიოფობია
ფიქრის- ფრონემოფობია
ბანაობის- აბულტოფობია
ქალიშვილობის დაკარგვის- პრომეიზოდოფობია
გასუქების- ობეზოფობია
სახლში დაბრუნების- ნოსტოფობია
სხეულის და მისი ნაწილების შიში:
არამიმზიდველი საკუთარი სხეულის- დისმორფოფობია
სისხლის- გემოფობია
თვალების- ომეტაფობია
თმების- ჰაეტოფობია
ხელების- ჰიროფობია
სიშიშვლის- გიმფობია
კბილების- ოდონტოფობია
ნაოჭების- რიტიფობია
სიკვდილის- ტანატოფობია
სასაფლაოების- კოიმეტროფობია
გარდაცვლილების- ნეკროფობია
ცოცხლად დამარხვის- ტაფეფობია
აბსტრაქტული საგნების:
აზრების- იდეოფობია
განათლების- გნიზოფობია
სამოთხის- ურანოფობია
ჯოჯოხეთის- გადეფობია
მემკვიდრეობის- პატროიოფობია
უსასრულობის- აპეიროფობია
სამართლიანობის- დიკეფობია
მატერიალიზმის- გილეფობია
სულის- ფსიქოფობია
მითების და ზღაპრებოს- მითოფობია
მუსიკის- მელოფობია
სახელების- ნომატოფობია
ფილოსოფიის- ფილოსოფობია
პროგრესის- პროსოფობია
რელიგიის- თეოფობია
სიმბოლების- სიმბოლოფობია
სიტყვების- ლოგოფობია
გრძელი თმების- ჰიპოპპოტომომონსტროსესკვიპპედალიოფობია(ზუსტად ასე!!)
ეშმაკის- სატანოფობია
დემონების- დემონოფობია
ფერების შიში:
ფერების საერთოდ- ქრომოფობია
შავის- მელანოფობია
ყვითლის- ქსანტოფობია
წითლის- ერიტროფობია
თეთრის- ლეიკოფობია
ციფრების შიში:
საერთოდ ციფრების- ნუმეროფობია
ციფრი 8-ის- ოქტოფობია
რიცხვი 13-ის- ტრისკადეკაფობია
ადგილების შიში:
გარკვეული ადგილების- ტოპოფობია
საკუტარი სახლის- ეკოფობია
საკუთარი სახლის შემოგარენის- ეიკოფობია
საავადმყოფოების- ნოზოკომეფობია
ცარიელი ოთახების- ცენოფობია
ნანგრევების- ატეფობია
სკოლების- სკოლინოფობია
ქუჩების- აგიროფობია
ხალხმრავლობის- აგორაფობია
თეატრების- თეატროფობია
ტყეების- ნიქტოგილოფობია
ბნელი ადგილების- ლიგროფობია
ეკლესიების- ეკლეზიოფობია
ხიდების- გეფიროფობია
მაღალი შენობების- ბატოფობია

ბმული

Saturday, April 2, 2011

კითხვები ფსიქოლოგთან

1   მინდა გითხრათ, რომ მაქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ვარ ძალიან მორიდებული და მაქვს სიწითლის შიში, ხალხმრავლობაში ყოფნის დროს სულ მეშინია, ვინმემ ჩემზე რამე არ თქვას და არ გავწითლდე. ძალიან დავიტანჯე ამ პრობლემით და ცხოვებაშიც ბევრი რამით უკან დამწია. სკოლაში და ინსტიტუტშიც თავს ვერ ვიჩენდი იმიტომ, რომ ვიცოდი, გავწითლდებოდი და ყველა დამცინებდა. თან ძალიან თეთრი ვარ და საშინლად მეტყობა. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი ძალიან დიდი პრობლემაა. იქნებ მირჩიოთ, სად მივიდე ფსიქოლოგთან და საერთოდ, განკურნებადია თუ არა ეს ფსიქოლოგიური პრობლემა? 

- სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება. ერითროფობიის სიტყვასიტყვით თარგმანი ნიშნავს "შიშს, რომ არ გაწითლდე". დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ, რადგან Bლუსჰ - ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს. სახეზე ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე. შედეგად, ადამიანი სახეზე იწყებს წამოწითლებას სულ მცირე მღელვარების დროსაც კი. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან აქვს არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც და ადამიანი შეიძლება ნევროზამდე მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ხშირად ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის, ეშინიათ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, ერთი სიტყვით, ერითროფობიას ახასიათებს სოციოფობია. ასეთ შემთხვევაში, არც თუ ისე იშვიათობაა პირადი ცხოვრების მოუწყობლობაც. ერითროფობიის მკურნალობა შესაძლებელია და იგი გულისხმობს ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას (სამწუხაროდ კონკრეტულ სპეციალისტს ვერ დაგისახელებთ), სედატიური საშუალებების დანიშვნას. გარდა ამისა, ბლაშინგ-სინდრომის დროს ინიშნება B3 და B5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს.
გირჩევთ, არ იფიქროთ იმაზე, გაწითლდებით თუ არა, რა მოხდა მერე, თუნდაც გაწითლდეთ, ამაში არაფერია სამარცხვინო, სამარცხვინო მხოლოდ უღირსი საქციელია, თქვენ კი იმით, რომ სახეზე წითლდებით, არანაირ უღირს საქციელს არ სჩადიხართ. თუ ვინმე აღნიშნავს, რომ სახეზე წამოწითლდით, გაიცინეთ ამაზე. თუ თქვენ მოახერხებთ იმას, რომ სახეზე წამოწითლება თქვენთვის პრობლემა არ იქნება, ანუ ამას აღარ განიცდით, მაშინ დროთა განმავლობაში ერითროფობია გაგივლით. თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ




2   ვარ 18 წლის გოგო და როგორც დავასკვენი, მჭირს სოციოფობია. აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას მეწყება კანკალი, გულის ფრიალი და საშინელ მდგომარეობაში ვვარდები. ეს მარტო ახალ გაცნობილ ადმიანებთან მჭირს. გული საშინლად მტკივა ამის გამო, რომ ცოდნის რეალიზებას ვერ ვახდენ და ზოგჯერ ისტერიკულ ტირილამდე მივდივარ. გევედერებით მომეცით რამდენიმე რჩევა, რითაც დავძლევ ამ დაავადებას ექიმთან წაუსვლელად. 

- მსგავსი მდგომარეობის დაძლევა ექიმთან წაუსვლელად შეუძლებელია, თქვენ დაგჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება.
 



3    14 წლის ვარ, დარწმუნებული ვარ რომ მაქვს ერითროფობია. მშობლებს ეს სისულელედ მიაჩნიათ და ამის თაობაზე რომ ველაპარაკები, არ მისმენენ. მე კი თავს საშინლად ვგრძნობ, გარეთ გასვლაც არ მინდა. თან საქმე იმაშია, რომ ძალიან მიყვარს მსახიობობა, ბავშვობაში არავითარი პრობლემა არ მქონია შემიძლია ვთქვა, რომ ზედმეტად თამამიც ვიყავი და ახლა ხალხის მეშინია, თავს ცუდად ვგრძნობ და ხალხმრავალ ადგილებში ძალიან ვოფლიანდები. ასევე, თუნდაც სკოლაში, ადამიანთან უბრალო დალაპარაკებაზეც კი ვწითლდები. მგონია, რომ ამას არაფერი არ ეშველება. არადა ვიცი, რომ ჩემი ბრალია. შეიძლება თუ არა ამ პრობლემის მოგვარება? 

- რასაკვირველია, პრობლემის მოგვარება შეიძლება (და საჭიროცაა) და ამაში დახმარებას ფსიქოლოგი გაგიწევთ. მანამდე კი გირჩევთ, მშობლებს წააკითხოთ ჩვენ საიტზე ნინო ჩარგეიშვილის ინტერვიუ დერმატოლოგ ლია ჭითანავასთან _ "რატომ წითლდება და ოფლიანობს ადამიანი".
 





4     28 წლის ვარ. მაქვს ფობია - სულ დამყვება ცუდად გახდომის შიში და აკვიატებული აზრები. ასევე თავბრუს ხვევები და ხან რა და ხან რა. დიაგნოზი დამისვეს - ფობია ვეგეტატური დისფუნქცია, ვცდილობ მედიკამენტების გარეშე ვებრძოლო თავს, მაგრამ ძალიან მიჭირს, არც წამლებმა არ მიშველეს. მაინტერესებს, ეს ავადმყოფობა თავისით გაივლის? როდესაც დილით ვვარჯიშობ და საღამოს ლუდს დავლევ 1,5 ლიტრს, მაგ დღეს კარგად ვგრძნობ თავს. და კიდევ, როდესაც ამინდი იცვლება, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, ღრუბლიან ამინდს ვგულისხმობ. გთხოვთ, მირჩიოთ რამე, ჩემთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია, ფსიქოტროპულმა წამლებმა ტვინი სულ გამითიშეს.

- პირველ რიგში გირჩევთ ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება. წამლები აუცილებლად უნდა დალიოთ, ექიმის მიერ შერჩეული და სწორად დოზირებული ფსიქოტროპული პრაპარატები იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს. თუ თქვენმა ექიმმა ეს საშუალებები დაგინიშნათ, ე.ი. მათი მიღება აუცილებელია. რაც შეეხება ალკოჰოლს, შეიძლება ალკოჰოლმა იმ წუთში შვება მოგცეთ, მაგრამ შემდგომ გაცილებით დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას.
ასე, რომ კიდევ ერთხელ გირჩევთ, ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება




       5  მაინც საიდან მოდის შიში?

მოდი, წარმოვიდგინოთ ბავშვის დაბადება. ის მშვიდად მოკალათებულა დედის სხეულში, მაგრამ დგება დრო, როცა ადგილი საკმარისი აღარ არის და პატარა ამ ქვეყანას ევლინება. ამ მომენტში იბადება შიშიც, სიცივის, მტრულად განწყობილი გარემოს შიში. ბავშვი იზრდება, ვითარდება, ემოციურად რეაგირებს მოზრდილი ადამიანის დანახვაზე, სწავლობს თავის დაჭერას, გადატრიალებას, ჯდომას, ცოცვას, თანდათან სცილდება დედას. 8-10 თვის ასაკში ბავშვი არჩევს თავისიანებსა და უცხოებს, მას უჩნდება უცნობი ადამიანის შიში. ის ყველას აღარ აძლევს უფლებას, ხელში აიყვანოს. ერთი წლის ბავშვის მარტო დატოვება საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და დადის, აქტიურად იკვლევს სამყაროს, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეშინია. რა ხდება შემდეგ? პატარა იზრდება, 1,5-2 წლის ასაკში მას უკვე შეუძლია რამდენიმე ხანს უფროსების გარეშე ყოფნა, დამოუკიდებლად თამაში, თუმცა ახალ უნარებთან ერთად ახალი შიშიც ჩნდება: ბავშვს ეშინია ბინაში არსებული ხმების, ექიმის, თუ ის ნემსებთან ასოცირდება. 3-4 წლის ბავშვს ეშინია ზღაპრების პერსონაჟების ან სიბნელის, რომლიდანაც ისინი შეიძლება "გამოძვრნენ". ამავე ასაკში პატარებს შეუძლიათ, მშობლების აკრძალვის მიუხედავად, აცოცდნენ სიმაღლეზე (აი, სად ვლინება 3 წლის ასაკის კრიზისი!) და ჩამოსვლის შეეშინდეთ, რადგან ძალიან მაღლა არიან. გავიხსენოთ ჩვენი შიშები 5-6 წლის ასაკში. მრავალ ჩვენგანს, როცა ბებიასთან დატოვებდნენ, ეშინოდა, რომ დედა ან მამა დიდხანს აღარ მოვიდოდნენ. ზოგჯერ პატარა ბავშვს ამ ასაკში სიკვდილის შიში უჩნდება. ის უცნაურ შეკითხვას სვამს: "დედა, მე მოვკვდები?" ეს არ არის გასაკვირი. პატარა ბავშვი ხომ თანდათან აღმოაჩენს ამ სამყაროს და ზღაპრების პერსონაჟთა როლსაც მოირგებს ხოლმე, ისინი კი არა მარტო მღერიან ან ცეკვავენ, ზოგჯერ იხოცებიან კიდეც. ჩამოთვლილი შიშები პათოლოგია არ არის. მაგრამ თუ ბავშვი მუდამ ერთი და იმავე შიშის შესახებ ლაპარაკობს და მას ვერ ძლევს, ესე იგი მას აქვს მყარი ფობია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება.

Wednesday, March 30, 2011

:((((((((((((((((

Phobia



Phobia
View more presentations from ERINSN
View more presentations from MrAuggie

გამომწვევი მიზეზები

  • ნერვიული აშლილობა;
  • სტრესი;
  • ბავშვობაში განცდილი ტრამვა;
  • ფანტაზია;
  • უსიამოვნო მოგონება;
  • გენეტიკა:

Friday, March 25, 2011

Tuesday, March 22, 2011

ფობია








   ფობია (ბერძნულად φόβος „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როცა ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.
ფობიები თავისი კლინიკური მნიშვნელობით შიშით გამოწვეული დარღვევების  ყველაზე ხშირი ფორმაა. კვლევებით არის დადგენილი, რომ:::::::::                        
ფობიები ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალებში ყველაზე გავრცელებული სულიერი ავადმყოფობაა ,ხოლო 25-წლის ზევით მამაკაცებში რიგით მეორე. საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა, ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდნენ გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.
        ფსიქოლოგების და ფსიქიატრების უმეტესობა ფობიების დიდ ნაწილს სამ კატეგორიად ყოფს:
სოციოფობიები — შიშები, რომლებიც სხვა ადამიანს ან სოციალურ სიტუაციებს მოიცავენ, მაგალითად სცენაზე გამოსვლის შიში, ან სხვების მზერის შიში — მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილას ჭამა. სოციოფობიები თავის მხრივ, ასე იყოფიან:
ძირითადი სოციოფობია, აგრეთვე ცნობილი როგორც საზოგადოების შიშით გამოწვეული დარღვევა, და
სპეციფიკური სოციოფობია, რომელისადმი შიშიც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ფიზიკური პრობლემები ფსიქოსომატური გამოვლინებებითაც. მაგალითად, მას, ვისაც საზოგადოებრივ ადგილებში მოშარდვის შიში აწუხებს, არ შეუძლია მოშარდვა ისეთ ადგილას, სადაც ის სრულიად განმარტოებით არ იქნება.
სპეციფიკური ფობიები — შიში, რომელიც ერთი კონკრეტული გამაღიზიანებლითაა გამოწვეული — მაგალითად, ობობა, ძაღლი, ლიფტი, ფრენა, დაავადება და ა. შ.
აგორაფობია — სახლის ან ნაცნობი „უსაფრთხო“ ადგილის დატოვების შიში. აგორაფობია ერთადერთია, რომელიც რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს.






შიშს წარდგენა არ სჭირდება - თითოეული ჩვენგანი პირადად იცნობს ამ განცდას. პრობლემის სათავე უნდა ვეძებოთ იმ ცენტრალურ წერტილში, სადაც იკვეთება ფსიქიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები. ფობიები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ჰიპოკრატე თავის ერთ-ერთ პაციენტზე წერდა: "მას აშინებს ფლეიტის დამკვრელი გოგონა. როგორც კი პირველ ბგერებს გაიგონებს, მაშინვე პანიკური შიში იპყრობს".


თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი. ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე. ადამიანს თავს ატყდება ყოვლისმომცველი საშინელება, რომელიც არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებს. ამასთანავე, ავადმყოფი გრძნობს, რომ გარესამყაროში მისი ასეთი ქმედების საფუძველი არ მოიძევება, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ექიმები ამას პანიკურ შეტევას უწოდებენ. შიში არის ემოცია, რომელიც აღმოცენდება ორგანიზმის, მისი ფასეულობების, პრინციპებისა და იდეალების მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარის შემთხვევაში. ჯერ კიდევ ფროიდის დროიდან მიღებულია შიშის დაყოფა რეალურ და ნევროზულ ფორმებად. რეალური შიში ჩვენთვის სავსებით გასაგებია. ეს არის გარეგანი საშიშროების აღქმის საპასუხო რეაქცია. ამ შემთხვევაში შიში მიზანმიმართულია და ასრულებს სიგნალის ფუნქციას: "საფრთხე ახლოს არის, მოემზადე თავდაცვისთვის ან გასაქცევად". შიშის ეფექტის მომეტებულ გავრცელებას და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე შიშით რეაგირებისკენ ადამიანის მიდრეკილებას ფსიქოანალიზი გარკვეულწილად ფსიქიკაში შიშის ბირთვის არსებობით ხსნის.
ფსიქოანალიტიკოსებს შიშის პირველ გამოვლინებად მიაჩნიათ შიშის მდგომარეობა, რომელიც ბავშვის დედისგან მოცილებისას იჩენს თავს. რაც შეეხება ნევროზულ შიშს, აქ რამდენიმე ფორმას განასხვავებენ. პირველია ე.წ. თავისუფალი შიში - უსაგნო, ობიექტის არსებობის გარეშე წარმოქმნილი განცდა. ამ შიშს უწოდებენ ლოდინის შიშს ან ავადმყოფურ ლოდინს. ამ ფობიით დაავადებული ადამიანები ყოველთვის ცუდის მოლოდინში არიან. ფროიდი ამ მდგომარეობას შიშის ნევროზს უწოდებს. შიშის მეორე ფორმა დიამეტრალურად განსხვავდება აღწერილი მდგომარეობისგან და ფსიქიკურად უფრო მეტად არის დაკავშირებული ამა თუ იმ ობიექტთან ან სიტუაციასთან. ეს შიში ვლინდება მრავალფეროვანი და უცნაური ფობიის სახით. ზოგიერთი სიტუაცია ან ობიექტი ნევროტიკებში დაუძლეველ შიშს ბადებს, მაშინ როცა ნორმალურ ადამიანებს ამ სიტუაციისა თუ ობიექტის მიმართ მსგავსი რეაქცია არ აღენიშნებათ. ასეთი ფობიები (მაგალითად, ქვეწარმავლების ან მწერების ძლიერი შიში) გასაგებია, თუმცა გამოხატვის ფორმაა გადაჭარბებული. თუ შიში ადამიანისათვის პრობლემად იქცევა და ხელს უშლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას, მას ფობიად განიხილავენ. ტერმინ ფობიის შინაარსი მეტად მრავალფეროვანია. ამერიკელი მეცნიერების მიერ შედგენილ სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონში აღწერილია 400 სახის ფობია, თანაც მათი რაოდენობა ცივილიზაციის ახალი მიღწევების გაჩენასთან ერთად იზრდება. სტატისტიკის თანახმად, დედამიწის ყოველი მერვე მკვიდრი ერთი ან რამდენიმე სახის ფობიით არის შეპყრობილი.





                                   როგორი ფობიები არსებობს?

ყველაზე ხშირად გვხვდება აგორაფობია, რომელიც გულისხმობს არა მარტო გაშლილი სივრცის შიშს, არამედ სხვა ფობიებსაც, კერძოდ, ხალხმრავლობის შიშს, როდესაც ადამიანს არ აქვს საშუალება, დაუბრუნდეს მისთვის უსაფრთხო ადგილს, შინიდან გასვლისა და მაღაზიაში შესვლის შიშს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტროთი, მატარებლით, თვითმფრინავით) მარტო მგზავრობის შიშს. ზოგს სიმაღლის ეშინია, ზოგს - ჩაკეტილი კარის. არიან ადამიანები, რომელთაც პანიკური შიში აქვთ მიკრობების, ჭექა-ქუხილის, მჭრელი და ბასრი საგნების, ჩრდილოეთის ციალის, ვარსკვლავების, მთვარის, ღრუბლების, კომეტების, სამგლოვიარო რიტუალის, უსასრულობის მიმართ. არიან ისეთებიც, ვისაც თოჯინის გამოხედვისაც კი ეშინია. მოკლედ, ყოველგვარი შიშისა და ფობიის ჩამოთვლა შეუძლებელია. დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს ვეგეტატიური სიმპტომატიკით: გულისცემის გახშირებით, ოფლიანობით, სიწითლით, კანკალით ან ტრემორით, პირის სიმშრალით, სუნთქვის გაძნელებითა და ქოშინით, გულმკერდის არეში დისკომფორტით ან ტკივილით, ღებინებით ან მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებით.

ფსიქოანალიტიკოსები ფობიებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:

I - ზოგადი ფობიები, რო-დესაც ადამიანს ეშინია გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის;
II - ე.წ. ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ (ასეთია, მაგალითად, ჩაკეტილი ან ღია სივრცის შიში);
III - სოციალური ფობია ანუ მოქმედების ფობია - საჯაროდ რაიმეს კეთების შიში.
არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება მისთვის დამახასიათებელი შიშები. მაგალითად, ბავშვებისთვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში, მოზარდებისთვის - პარტნიორისადმი დამოკიდებულების შიში, ნაადრევი სიკვდილის შიში.



                                                  საიდან ჩნდება ფობია?

დიდხანს ეგონათ, რომ აკვიატებული მდგომარეობის ფენომენი შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ამჟამად კი ფობიას დამოუკიდებელ დაავადებად განიხილავენ, ვინაიდან ამ სენით შეპყრობილი ადამიანები შიზოფრენიით დაავადებულნი ნამდვილად არ არიან. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას "ჭკვიანი ადამიანების სისულელეები" უწოდა. ეს იმიტომ, რომ ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. ეს დაავადება, შიზოფრენიისგან განსხვავებით, არ იწვევს პიროვნების შეცვლას, უფრო მეტიც - ფობიით დაავადებულებს ფსიქიკური მოშლილობის სხვა სახეები არ აღენიშნებათ. ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, მაგრამ ფაქტები და მათი ანალიზი ამტკიცებს, რომ მიზეზი უმეტესად ორივე ტიპის ფაქტორთა თანხვედრაა. შეინიშნება ფობიის მემკვიდრეობითობის ტენდენცია: თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე სახის ფობია აღენიშნება, არსებობს ალბათობა, რომ ის შვილსაც დაემართოს. ესპანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის ოჯახები, რომელთა წევრებიც ამა თუ იმ ფორმის ფობიით იყვნენ შეპყრობილნი და დაამტკიცეს, რომ ფსიქიკის ეს გადახრა ათიდან 9 შემთხვევაში თანდაყოლილია. ამერიკელი მეცნიერის, ნევროლოგისა და ფსიქიატრის ლევინსონის აზრით, ფობიის მიზეზები შუა ყურის პათოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ამის თქმის საფუძველს მას 20 ათასამდე პაციენტზე დაკვირვება აძლევს. ამიტომ ლევინსონი ფობიით შეპყრობილებს მოუწოდებს, მიმართონ ოტორინოლარინგოლოგებს და გამოიკვლიონ შუა ყური.


           
                                           როგორ ვუმკურნალოთ ფობიას?

ფობიის მკურნალობა საკმაოდ რთულია. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. ფსიქოანალიტიკოსები ამ ტიპის ავადმყოფებს თავისუფალი ასოციაციის მეთოდით მკურნალობენ, ფსიქოთერაპევტები უპირატესობას შთაგონებასა და ჰიპნოზს ანიჭებენ, ფსიქიატრები კი მედიკამენტური მკურნალობისკენ იხრებიან. ფობიების მკურნალობისთვის ამჟამად ტრანკვილიზატორები გამოიყენება, თუმცა ამ პრეპარატების ხშირი, უსისტემო მიღება დამოკიდებუ-ლების ჩამოყალიბებას იწვევს, ამიტომ მიზანშეწონილია, მკურნალობა მცირე ხანს (არა უმეტეს 2 კვირისა) გაგრძელდეს. არსებობს პრეპარატები, რომლებიც განსაზღვრულ შიშებზე არჩევითად მოქმედებს, თუმცა მხოლოდ ეს საშუალებები საბოლოო ჯამში ნაკლებეფექტურია. მკურნალობის რეკომენდებული მეთოდია მედიკამენტური თერაპიის (ინდივიდუალურად შერჩეული ანტიდეპრესა-ნტების) შერწყმა ფსიქოთერაპიასთან, რომელიც ადამიანს შიშის არსის, მისი მიზეზების გარკვევაში დაეხმარება. საკუთარ შიშებს შეიძლება თვითჰიპნოზის საშუალებითაც ებრძოლოთ. ამბობენ, თუ ისწავლით საკუთარი სუნთქვისა და პულსის მართვას, შეძლებთ მოდუნებას და თავს დააღწევთ პანიკის შეტევებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკის ქალაქ ატლანტის ემერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ფობიების მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი - მკურნალობა კომპიუტერული თამაშების საშუალებით. მათთვის, ვისაც ჭექა-ქუხილის ეშინია, ქმნიან ვირტუალურ ჭექა-ქუხილს ხმის ნატურალური ეფექტებით, ვირტუალური თვითმფრინავი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფრენის შიში აქვს და ა.შ. ცნობილია ერთი ადამიანის ისტორია, რომელსაც არაქნოფობია ჰქონდა - ობობას დანახვისთანავე პანიკური შიში იპყრობდა. მან გადაწყვიტა, მიემართა ექიმისათვის, რომელმაც ფსიქოანალიზის მეთოდით უმკურნალა. მკურნალობის კურსის დამთავრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კითხვაზე, გათავისუფლდა თუ არა ფობიისგან, მან უპასუხა: "დიახ, მიშველა - პანიკის გრძნობა აღარ მაქვს, მაგრამ საშინელების განცდა დამრჩა".

         ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს და შედარებით გულგრილად შეხედოს ამ საკითხს. სხვები სრულ პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ მათი თავდაპირველი პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.


ბმული