ფობიები
Friday, April 8, 2011
გავრცელებული ფობიები
ყველაფრის შიში- პანოფობია
ყველაფრის ახლის შიში-ნეოფობია
ჰაერის- ანემოფობია
ღრუბლების- ნეფოფობია
სიცივის,ყინულის და ყინვის- კრიოფობია
ღამის- ნიკტოფობია
სიბნელის- სკოტოფობია
დღის-ეოზოფობია
მზის სინათლის- ფენგოფობია
სინათლის- ფოტოფობია
ჭექა-ქუხილის- ბრონტოფობია
ელექტრო დენის-ელექტროფობია
ხმაურის- ლიგიროფობია
მეტეორების- მეტეოროფობია
კომეტების- კომეტოფობია
მთვარის- სელენოფობია
ვარსკვლავების- ასტროფობია
მზის- გელიოფობია
გვალვის- ქსეროფობია
სოკოების- მიკოფობია
სიტუაციების შიში:
როდესაც ვიღაცა დაკვირვებით გათვალიერებს- სკოფტოფობია
შეხების- აფენფოსმოფობია
უბედური შემთხვევის- დისტიქიფობია
რადიაციის- რადიოფობია
ფიქიკური ან მორალური სასჯელის- რაბდოფობია
კრიტიკის- ენისსოფობია
დახრჩობის- ანგინოფობია
სადილის და სადილის დროს ლაპარაკის- დეიპნოფობია
ცოლის მოყვანის- გამოფობია
მარტოობის შიში- იზოლოფობია
კარგი ამბის გაგების- ევპოფობია
საგნების შიში:
ალკოჰოლის- მეტილოფობია
მტვრის შიში- ამატოფობია
ფეკალიების- კოპროფობია
საჭმლის- ციბოფობია
ნივრის- ალლიუმოფობია
ხორცის- კარნოფობია
ოქროს- აუროფობია
მდგომარეობების შიში:
ტკივილის- ალგინოფობია
გულის რევის- დინოფობია
გულის წასვლის ან სისუსტის- ასტენოფობია
დაღლის- კოპოფობია
დაბერების შიში- გერონტოფობია
სიზმრების- ონეიროფობია
დამარცხების- კაკორრაფიოფობია
დამოკიდებულობის- სოტერიოფობია
თავისუფლების- ელევტეროფობია
მხიარულობის- ჰეროფობია
ეჭვიანობის- ზელოფობია
სიყვარულის- ეროტოფობია
მოგონებების- მნემოფობია
სიხარულის- გედონოფობია
დაავადებების შიში:
სკლეროზის- ამნეზიოფობია
სიბრმავის- სკოტომაფობია
ტვინის დაავადებების- მენინგიტოფობია
კიბოს- კანცეროფობია
ინფარკტის- კარდეოფობია
ქოლერის- ქოროფობია
დიაბეტის- დიაბეტოფობია
ტილების- ფტირიოფობია
მოწამვლის- ტოქსიკოფობია
ფოებიების- ფობიოფობია
შოკის- გორმეფობია
სიფილისის- ლუიფობია
ტუბერკულოზი- ფტიზიოფობია
ცხოველთა სამყაროს:
ცხოველების- ზოოფობია
ველური ცხოველების- აგრიზოოფობია
ჭიანჭველების- მირმეკოფობია
ფრინველების- არნიტოფობია
კამეჩების- ტაუროფობია
კატების-აკლიუროფობია
ქათმების- ალექტოროფობია
ძაღლების- კინოფობია
თაგვების- მუზოფობია
ვირთხების- ზემიფობია
ზვიგენების- სელახოროფობია
ბაქტერიების და მიკრობების- ვერმინოფობია
პარაზიტების- პარაზიტოფობია
გველების- ოფიდიოფობია
იობობების- არაქნეფობია
სხვა საგნების შიში:
ასიმეტრიული საგნების- ასემეტროფობია
პატარა საგნების- მიკროფობია
დიდი საგნების- მეგალოფობია
ავტომობილების- მოტოროფობია
ველოსიპედების- ციკლოფობია
წიგნების- ბიბლიოფობია
საათების- ხრონომეტროფობია
კომპიუტერების- კიბერფობია
ჯვრების- სტაუროფობია
თოჯინების- პედიოფობია
ახალი წამლებოს- ნეოფარმოფობია
ფლეიტის- აულოფობია
ცეცხლსასროლი იარაღის- გოპლოფობია
ქაღალდის- პაპიროფობია
ბრიტვის- ქსიროფობია
ტელეფონების- ტელეფონოფობია
ადამიანების შიში:
საერთოდ ადამიანების- ანტროპოფობია
საზოგადოების- სოციოფობია
მელოტების- პელადოფობია
ქვერიანების- პოგონოფობია
ლამაზი ქალების- კალიგინეფობია
მახინჯების- ტერატოფობია
ღარიბების- გობოფობია
ქურდების- სცელეროფობია
ბავშვების- პედოფობია
ქალიშვილების- პარტენოფობია
ჩინელების- სენოფობია
კლოუნების- კოულროფობია
დანტისტების- დენტოფობია
უცხოელების- ქსენოფობია
ინგლისელების- ანგლოფობია
ფრანგების- ფრანკოფობია
ჰომოსექსუალების- გომოფობია
მამაკაცების- ანდროფობია
იაპონელების- იაპონოფობია
მღვდელების- იეროფობია
მეძავეების- კიპრიდოფობია
მოზარდების- ეფებიფობია
მოქმედებების შიში:
ცურვის- აბლუტოფობია
მანქანის ტარების- ამაკსოფობია
გადასვლის(სადმე სხვაგან,ან სხვა ქალაქში,ქვეყანაში)- ტროპოფობია
ჩაცმის- ვესტიფობია
საჭმლის მზადების- მაგეიროკოფობია
ცეკვის- ქოროფობია
გადაწყვეტილების მიღების- დეციდოფობია
განკურნების- ფარმაკოფობია
სმის- დიპსოფობია
ჭამის- ფაგოფობია
ფრენის- ავიაფობია
წრის- გრაფოფობია
კოცნის- ფილემაფობია
სწავლის- სოფოფობია
მოძრაობის- კინეტოფობია
საკუთარი აზრის გამოხატვის- დოკსოფობია
მოგზაურობის- გოდოფობია
სკოლაში სიარულის- დიდასკალეინოფობია
ლაპარაკის- ლალიოფობია
ძილის- სომნიოფობია
ფიქრის- ფრონემოფობია
ბანაობის- აბულტოფობია
ქალიშვილობის დაკარგვის- პრომეიზოდოფობია
გასუქების- ობეზოფობია
სახლში დაბრუნების- ნოსტოფობია
სხეულის და მისი ნაწილების შიში:
არამიმზიდველი საკუთარი სხეულის- დისმორფოფობია
სისხლის- გემოფობია
თვალების- ომეტაფობია
თმების- ჰაეტოფობია
ხელების- ჰიროფობია
სიშიშვლის- გიმფობია
კბილების- ოდონტოფობია
ნაოჭების- რიტიფობია
სიკვდილის- ტანატოფობია
სასაფლაოების- კოიმეტროფობია
გარდაცვლილების- ნეკროფობია
ცოცხლად დამარხვის- ტაფეფობია
აბსტრაქტული საგნების:
აზრების- იდეოფობია
განათლების- გნიზოფობია
სამოთხის- ურანოფობია
ჯოჯოხეთის- გადეფობია
მემკვიდრეობის- პატროიოფობია
უსასრულობის- აპეიროფობია
სამართლიანობის- დიკეფობია
მატერიალიზმის- გილეფობია
სულის- ფსიქოფობია
მითების და ზღაპრებოს- მითოფობია
მუსიკის- მელოფობია
სახელების- ნომატოფობია
ფილოსოფიის- ფილოსოფობია
პროგრესის- პროსოფობია
რელიგიის- თეოფობია
სიმბოლების- სიმბოლოფობია
სიტყვების- ლოგოფობია
გრძელი თმების- ჰიპოპპოტომომონსტროსესკვიპპედალიოფობია(ზუსტად ასე!!)
ეშმაკის- სატანოფობია
დემონების- დემონოფობია
ფერების შიში:
ფერების საერთოდ- ქრომოფობია
შავის- მელანოფობია
ყვითლის- ქსანტოფობია
წითლის- ერიტროფობია
თეთრის- ლეიკოფობია
ციფრების შიში:
საერთოდ ციფრების- ნუმეროფობია
ციფრი 8-ის- ოქტოფობია
რიცხვი 13-ის- ტრისკადეკაფობია
ადგილების შიში:
გარკვეული ადგილების- ტოპოფობია
საკუტარი სახლის- ეკოფობია
საკუთარი სახლის შემოგარენის- ეიკოფობია
საავადმყოფოების- ნოზოკომეფობია
ცარიელი ოთახების- ცენოფობია
ნანგრევების- ატეფობია
სკოლების- სკოლინოფობია
ქუჩების- აგიროფობია
ხალხმრავლობის- აგორაფობია
თეატრების- თეატროფობია
ტყეების- ნიქტოგილოფობია
ბნელი ადგილების- ლიგროფობია
ეკლესიების- ეკლეზიოფობია
ხიდების- გეფიროფობია
მაღალი შენობების- ბატოფობია
ბმული
Saturday, April 2, 2011
კითხვები ფსიქოლოგთან
1 მინდა გითხრათ, რომ მაქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ვარ ძალიან მორიდებული და მაქვს სიწითლის შიში, ხალხმრავლობაში ყოფნის დროს სულ მეშინია, ვინმემ ჩემზე რამე არ თქვას და არ გავწითლდე. ძალიან დავიტანჯე ამ პრობლემით და ცხოვებაშიც ბევრი რამით უკან დამწია. სკოლაში და ინსტიტუტშიც თავს ვერ ვიჩენდი იმიტომ, რომ ვიცოდი, გავწითლდებოდი და ყველა დამცინებდა. თან ძალიან თეთრი ვარ და საშინლად მეტყობა. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი ძალიან დიდი პრობლემაა. იქნებ მირჩიოთ, სად მივიდე ფსიქოლოგთან და საერთოდ, განკურნებადია თუ არა ეს ფსიქოლოგიური პრობლემა?
- სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება. ერითროფობიის სიტყვასიტყვით თარგმანი ნიშნავს "შიშს, რომ არ გაწითლდე". დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ, რადგან Bლუსჰ - ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს. სახეზე ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე. შედეგად, ადამიანი სახეზე იწყებს წამოწითლებას სულ მცირე მღელვარების დროსაც კი. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან აქვს არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც და ადამიანი შეიძლება ნევროზამდე მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ხშირად ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის, ეშინიათ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, ერთი სიტყვით, ერითროფობიას ახასიათებს სოციოფობია. ასეთ შემთხვევაში, არც თუ ისე იშვიათობაა პირადი ცხოვრების მოუწყობლობაც. ერითროფობიის მკურნალობა შესაძლებელია და იგი გულისხმობს ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას (სამწუხაროდ კონკრეტულ სპეციალისტს ვერ დაგისახელებთ), სედატიური საშუალებების დანიშვნას. გარდა ამისა, ბლაშინგ-სინდრომის დროს ინიშნება B3 და B5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს.
გირჩევთ, არ იფიქროთ იმაზე, გაწითლდებით თუ არა, რა მოხდა მერე, თუნდაც გაწითლდეთ, ამაში არაფერია სამარცხვინო, სამარცხვინო მხოლოდ უღირსი საქციელია, თქვენ კი იმით, რომ სახეზე წითლდებით, არანაირ უღირს საქციელს არ სჩადიხართ. თუ ვინმე აღნიშნავს, რომ სახეზე წამოწითლდით, გაიცინეთ ამაზე. თუ თქვენ მოახერხებთ იმას, რომ სახეზე წამოწითლება თქვენთვის პრობლემა არ იქნება, ანუ ამას აღარ განიცდით, მაშინ დროთა განმავლობაში ერითროფობია გაგივლით. თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ
2 ვარ 18 წლის გოგო და როგორც დავასკვენი, მჭირს სოციოფობია. აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას მეწყება კანკალი, გულის ფრიალი და საშინელ მდგომარეობაში ვვარდები. ეს მარტო ახალ გაცნობილ ადმიანებთან მჭირს. გული საშინლად მტკივა ამის გამო, რომ ცოდნის რეალიზებას ვერ ვახდენ და ზოგჯერ ისტერიკულ ტირილამდე მივდივარ. გევედერებით მომეცით რამდენიმე რჩევა, რითაც დავძლევ ამ დაავადებას ექიმთან წაუსვლელად.
- მსგავსი მდგომარეობის დაძლევა ექიმთან წაუსვლელად შეუძლებელია, თქვენ დაგჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება.
3 14 წლის ვარ, დარწმუნებული ვარ რომ მაქვს ერითროფობია. მშობლებს ეს სისულელედ მიაჩნიათ და ამის თაობაზე რომ ველაპარაკები, არ მისმენენ. მე კი თავს საშინლად ვგრძნობ, გარეთ გასვლაც არ მინდა. თან საქმე იმაშია, რომ ძალიან მიყვარს მსახიობობა, ბავშვობაში არავითარი პრობლემა არ მქონია შემიძლია ვთქვა, რომ ზედმეტად თამამიც ვიყავი და ახლა ხალხის მეშინია, თავს ცუდად ვგრძნობ და ხალხმრავალ ადგილებში ძალიან ვოფლიანდები. ასევე, თუნდაც სკოლაში, ადამიანთან უბრალო დალაპარაკებაზეც კი ვწითლდები. მგონია, რომ ამას არაფერი არ ეშველება. არადა ვიცი, რომ ჩემი ბრალია. შეიძლება თუ არა ამ პრობლემის მოგვარება?
- რასაკვირველია, პრობლემის მოგვარება შეიძლება (და საჭიროცაა) და ამაში დახმარებას ფსიქოლოგი გაგიწევთ. მანამდე კი გირჩევთ, მშობლებს წააკითხოთ ჩვენ საიტზე ნინო ჩარგეიშვილის ინტერვიუ დერმატოლოგ ლია ჭითანავასთან _ "რატომ წითლდება და ოფლიანობს ადამიანი".
4 28 წლის ვარ. მაქვს ფობია - სულ დამყვება ცუდად გახდომის შიში და აკვიატებული აზრები. ასევე თავბრუს ხვევები და ხან რა და ხან რა. დიაგნოზი დამისვეს - ფობია ვეგეტატური დისფუნქცია, ვცდილობ მედიკამენტების გარეშე ვებრძოლო თავს, მაგრამ ძალიან მიჭირს, არც წამლებმა არ მიშველეს. მაინტერესებს, ეს ავადმყოფობა თავისით გაივლის? როდესაც დილით ვვარჯიშობ და საღამოს ლუდს დავლევ 1,5 ლიტრს, მაგ დღეს კარგად ვგრძნობ თავს. და კიდევ, როდესაც ამინდი იცვლება, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, ღრუბლიან ამინდს ვგულისხმობ. გთხოვთ, მირჩიოთ რამე, ჩემთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია, ფსიქოტროპულმა წამლებმა ტვინი სულ გამითიშეს.
- პირველ რიგში გირჩევთ ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება. წამლები აუცილებლად უნდა დალიოთ, ექიმის მიერ შერჩეული და სწორად დოზირებული ფსიქოტროპული პრაპარატები იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს. თუ თქვენმა ექიმმა ეს საშუალებები დაგინიშნათ, ე.ი. მათი მიღება აუცილებელია. რაც შეეხება ალკოჰოლს, შეიძლება ალკოჰოლმა იმ წუთში შვება მოგცეთ, მაგრამ შემდგომ გაცილებით დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას.
ასე, რომ კიდევ ერთხელ გირჩევთ, ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება
5 მაინც საიდან მოდის შიში?
მოდი, წარმოვიდგინოთ ბავშვის დაბადება. ის მშვიდად მოკალათებულა დედის სხეულში, მაგრამ დგება დრო, როცა ადგილი საკმარისი აღარ არის და პატარა ამ ქვეყანას ევლინება. ამ მომენტში იბადება შიშიც, სიცივის, მტრულად განწყობილი გარემოს შიში. ბავშვი იზრდება, ვითარდება, ემოციურად რეაგირებს მოზრდილი ადამიანის დანახვაზე, სწავლობს თავის დაჭერას, გადატრიალებას, ჯდომას, ცოცვას, თანდათან სცილდება დედას. 8-10 თვის ასაკში ბავშვი არჩევს თავისიანებსა და უცხოებს, მას უჩნდება უცნობი ადამიანის შიში. ის ყველას აღარ აძლევს უფლებას, ხელში აიყვანოს. ერთი წლის ბავშვის მარტო დატოვება საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და დადის, აქტიურად იკვლევს სამყაროს, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეშინია. რა ხდება შემდეგ? პატარა იზრდება, 1,5-2 წლის ასაკში მას უკვე შეუძლია რამდენიმე ხანს უფროსების გარეშე ყოფნა, დამოუკიდებლად თამაში, თუმცა ახალ უნარებთან ერთად ახალი შიშიც ჩნდება: ბავშვს ეშინია ბინაში არსებული ხმების, ექიმის, თუ ის ნემსებთან ასოცირდება. 3-4 წლის ბავშვს ეშინია ზღაპრების პერსონაჟების ან სიბნელის, რომლიდანაც ისინი შეიძლება "გამოძვრნენ". ამავე ასაკში პატარებს შეუძლიათ, მშობლების აკრძალვის მიუხედავად, აცოცდნენ სიმაღლეზე (აი, სად ვლინება 3 წლის ასაკის კრიზისი!) და ჩამოსვლის შეეშინდეთ, რადგან ძალიან მაღლა არიან. გავიხსენოთ ჩვენი შიშები 5-6 წლის ასაკში. მრავალ ჩვენგანს, როცა ბებიასთან დატოვებდნენ, ეშინოდა, რომ დედა ან მამა დიდხანს აღარ მოვიდოდნენ. ზოგჯერ პატარა ბავშვს ამ ასაკში სიკვდილის შიში უჩნდება. ის უცნაურ შეკითხვას სვამს: "დედა, მე მოვკვდები?" ეს არ არის გასაკვირი. პატარა ბავშვი ხომ თანდათან აღმოაჩენს ამ სამყაროს და ზღაპრების პერსონაჟთა როლსაც მოირგებს ხოლმე, ისინი კი არა მარტო მღერიან ან ცეკვავენ, ზოგჯერ იხოცებიან კიდეც. ჩამოთვლილი შიშები პათოლოგია არ არის. მაგრამ თუ ბავშვი მუდამ ერთი და იმავე შიშის შესახებ ლაპარაკობს და მას ვერ ძლევს, ესე იგი მას აქვს მყარი ფობია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება.

Friday, April 1, 2011
Wednesday, March 30, 2011
გამომწვევი მიზეზები
- ნერვიული აშლილობა;
- სტრესი;
- ბავშვობაში განცდილი ტრამვა;
- ფანტაზია;
- უსიამოვნო მოგონება;
- გენეტიკა:
Sunday, March 27, 2011
Friday, March 25, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)